1. პროექტის სახელწოდება: ცხოვრების ჯანსაღი წესი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დაკვირვება.
3. პროექტის აქტუალობა: 21 საუკუნეში ბავშვები არიან მიჯაჭვულები კომპიუტერზე და ნაკლებ დროს უთმობენ სპორტს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და რა როლს ასრულებს სპორტი ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაზე, განივითარებებნ ინტერვიუს აღების უნარს.
5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
6. ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე
7: მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სპორტსმენების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი ელექტრონული ვერსიის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. ცხოვრების ჯანსაღი წესის ამსახველი ფოტო-მასალის მოძიება, შექმნა-გამოფენა, სლაიდშოუ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალამი, რვეული, ფორმატი, ფანქრები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი (google, powerpoint, bloger). პროექტორი, ეკრანი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციის სხვადასხვა სპორტსმენების შესახებ, შესაბამის ფოტომასალასთან ერთად. ასევე აიღებენ ინტერვიუს თავიანთი ასაკის სპორტსმენებისგან. გაარკვევენ რა გავლენა მოახდინა სპორტმა მათ ცხოვრების წესზე. ასევე გადაიღებენ ოტოებს სპორტის სხვადასხვა სახეობისას. შეასრულებენ ნახატებს და შექმნიან კედლის გაზეთებს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ამსახველ მასალის მიხედვით შექმნიან სლაიდშოუს, რომელსაც გავეცნობით კლასში. შექმნიან მოზიებული მასალის ელექტრონულ ვერსიას და ატვირთავენ ბლოგზე. სპორტის დარბაზში მოაწყობენ გამოფენას მოძიებული და თავიანთი გადაღებული ფოტოებისას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ: ინტერნეტში მოიძიებენ ფოტოებს, მასალებს, აკეთებენ მოძიებული მასალის ელექტრონულ მასალას და ტვირთავენ ბლოგზე.
ხელოვნება: მოსწავლეები ასრულებენ ნახატებს, იღებენ ფოტოებს და აკეთებენ გამოფენას.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამთა ჯანაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamta.janashvili94@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.tamta.janashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment