გაკვეთილის თემა
|
ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი-VI კლასი
|
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
|
სპორტი და ესთეტიკური აღზრდა/საგანი-სპორტი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
32 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე გაიგებს თუ რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი და რატომ უნდა დაკავდეს სხვადასხვა სპორტული თამაშებითა და ვარჯიშებით
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზნები:
V-1 მოსწავლემ შეძლოს განსაზღვროს ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარი
V-2 მოსწავლემ შეძლოს ფიზიკური აქტივობებისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება)
V-4 ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისას მოსწავლემ შეძლოს გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა
შედეგები:
V-1 მოსწავლე განმარტავს, რატომაა მისი კეთილდღეობა დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სუსტ ჯანმრთელობას, აღწერს ალკოჰოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე, აღწერს როგორ აარიდოს თავი (უარის თქმა, წამოსვლა) ადამიანთა ზეწოლას, როდესაც მას სთავაზობენ ალკოჰოლის მიღებას ან თამბაქოს მოწევას
V-2 ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა სახის და სისწრაფის მოძრაობებს(რბენა,გადახტომა,ჩამოხტომა,მიზანში ტყორცნა, მანძილის განსაზღვრა, იყენებს სხვადასხვა გუნდური თამაშის (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი,) ძირითად ილეთებს, წესებს, ხმოვან სიგნალებს, გადაადგილებისას იჭერს და ზუსტად გადასცემს ბურთს თანაგუნდელს.
V-4 მოსწავლე ასრულებს თავის ფუნქციას და იღებს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს, ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლემ იცის რა არის ალკოჰოლი, თამბაქო და რა მავნეა მისი გამოყენება ადამიანისთვის. იცის როგორ ითამაშოს სხვადასხვა გუნდური თამაშები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ: მოსწავლეთა ჩართულობას და თანამშრომლობას, ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებას და ასევე ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ მომზადებას (იხილეთ დანართი 1)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კომპიუტერი (იხილეთ დანართი 2, პრეზენტაცია) ბურთი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
|
დიფერენცირებული სწავლება
|
სსიმ მოსწავლე არ არის.
|
Friday, July 1, 2016
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment