კრიტერიუმები დაბალი საშუალო მაღალი ჩართულობა დათანამშრომლობა მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო აქტივობებში, მაგრამ ნაკლები ინტენსიობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობით უნარ-ჩვევებს, რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები. არ ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას, ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. მუდამ ჩართულია და აქტიურია. თანამშრომლობს, როგორც თანატოლებთან, ისე მასწავლებლებთან, მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას, წინააღმდეგობრივი ბარიერის წაწყდომისას ეძებს გამოსავლის მოხერხებულ ვარიანტს. ტაქტიკურიმომზადება უჭირს გუნდურობის პრინციპის დაცვა, ხშირად უშვებს შეცდომებს. კარგად აქვს გააზრებული გუნდური თამაშის მნიშვნელობა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. გათვალისწინებული აქვს გუნდურობის მნიშვნელობა , შეუძლია ძალების განაწილება თამაშის დროს. ტექნიკურიმომზადება აკეთებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ, მალევე იღლება, ბურთის ტარებისას უშვებს შეცდომებს, არ გადაადგილდება წესების დაცვით. ვარჯიშობს კარგა, კარგი მოძრაობებით გადადის ვარჯიშიდან ვარჯიშზე, ახერხებს ბურთის გადაცემას, ტარებას, ტარების წესების გათვალისწინებით, თუმცა აქვს მცირე ხარვეზები. შეესაბამება გაკვეთილის ფორმას ძალიან კარგად აკეთებს ვარჯიშებს. ფლობს ფეხბურთის ბურთის ტარების ტექნიკის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური მომზადება უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის დაცვა. ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ სპეციალურ ნორმებსა და წესებს, აქვს ხარვეზები. ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს.
Thursday, June 30, 2016
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment